მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირებამ 500 მლნ ტონას მიაღწია

ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებამ 500 მლნ ტონას მიაღწია. ამის შესახებ კომპანია BP Azerbaijan იუწყება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ნავთობის ტრანსპორტირება სანგაჩალის ტერმინალიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით პორტ ჯეიჰანამდე ხორციელდება.

თუ დიდი ნავთობსადენის თავდაპირველი ეფექტიანობა 75% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 99,9%-მდე ავიდა.

ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1768 კილომეტრია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 443, საქართველოში 249 და თურქეთში 1076 კმ გადის. ნავთობსადენის მშენებლობა 2005 წელს დასრულდა, ხოლო ექსპლუატაცია - 2006 წლიდან მიმდინარეობს.