მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში პატრულირება დაიწყეს

პოლონური მოიერიშეები

1-ელი სექტემბრიდან მოკავშირეთა საერთო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით პოლონური მოიერიშე თვითმფრინავები სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში ამოცანების შესრულებას დაიწყებენ.

„პრეზიდენტის ანჯეი დუდას გადაწყვეტილებით, 1-ელი სექტემბრიდან პოლონეთის მოიერიშე თვითმფრინავები ამოცანების შესრულებას დაიწყებენ სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში. ამ მისიის მიზანია ჩვენი კავშირის გაძლიერება უსაფრთხოების კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით“, - განაცხადა პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პაველ სოლოხმა.

პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებულია, რომ 1-ელი სექტემბრიდან მისიაში წყვილი F16 ან MiG29 ჩაერთვება.

მანამდე, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის დეპარტამენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სლოვაკეთის საჰაერო სივრცის დაცვასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ. ითვლება, რომ ეს შეთანხმება გზას უხსნის სლოვაკური MiG-29-ების უკრაინაში გადაცემას, მის ნაცვლად კი სლოვაკეთი დასავლურ მოიერიშეებს მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

აშშ-ის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ომისთვის უკრაინაში მსჯავრდებულ კრიმინალებს დაიქირავებს - Associated Press

❕ გაერო ჩინეთს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში ადანაშაულებს