მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2022 წელს საქართველოში 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა

ორსული

2023 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში მოისმინა.

სახალხო დამცველის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა.

„2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების 171 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 

2022 წელს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ შესწავლილი ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების რაოდენობა (400 ფაქტი) მკვეთრად აღემატება
გასულ წლებში შესწავლილი საქმეების რაოდენობას. ამასთანავე, კვლავ პრობლემურია ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო, არასრულწლოვანი გოგოების მხრიდან განათლების მიღების შეწყვეტა“, - ნათქვამია ანგარიშში.