მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა უკრაინელი ბავშვები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს

უკრაინელი ბავშვები

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, საბავშვო კლუბ „Happy me“-ს ესტუმრნენ და საქართველოში დროებით მცხოვრები  უკრაინელი ბავშვები და მათი მშობლები მოინახულეს.

საქართველოს პროკურატურის სახელით, უწყების წარმომადგენლებმა,  უკრაინელ ოჯახებს, სხვადასხვა დასახელების საჭირო პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს.

საბავშვო კლუბში რეგისტრირებულია 70-მდე ბავშვი და მათი მშობელი, რომლებიც აღნიშნულ კლუბში სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ოჯახებისთვის, საქართველოს პროკურატურა აქტიურად ატარებს სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.