მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქრო კალაშოვმა რუსეთის ციხე შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს

შაქრო კალაშოვი

კრასნოდარის მხარის სასამართლომ დააკმაყოფილა ე.წ. კანონიერი ქურდის, ზაქარია კალაშოვის, იგივე შაქრო „მალადოის“ მოთხოვნა ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. ამის შესახებ Lenta.ru-ს რაიონული სასამართლოების გაერთიანებული პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარია პიროგოვამ განუცხადა

მისი თქმით, ამ საკითხზე სასამართლო განხილვა 13 მარტს, დახურულ რეჟიმში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა და ის შესაძლოა, გასაჩივრდეს. 

როგორც მანამდე Lenta.ru-ს ურალის სახელმწიფო სამართლის უნივერსიტეტის პროფესორმა, კრიმინოლოგმა დანილ სერგეევმა განუცხადა, გათავისუფლების შემდეგ შაქრო კალაშოვს შესაძლოა კვლავ სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენონ.

„კანონიერ ქურდი“ მოსკოვში 2016 წელს დააკავეს. რუსულმა სასამართლომ 2018 წელს მას 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კალაშოვს მკვლელობის ბრალდებით, დაუსწრებლად 18-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.