მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ მეფე პოპულარული კომპიუტერული თამაშის პერსონაჟი გახდება

Age of Empires-2

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მმართველი თამარ მეფე პოპულარული კომპიუტერული თამაშის, Age of Empires II-ის პერსონაჟი გახდება. თამაშის ახალი ეპიზოდის რელიზი 31 ოქტომბერს გავრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ახალი ეპიზოდების სახელწოდებაა The Mountain Royals და მასში ისტორიულ საქართველოზე, სომხეთსა და სპარსეთზეა საუბარი. თამარ მეფის ეპიზოდის გარდა, Age of Empires II-ის პერსონაჟები სომხეთის თავადი ტოროსი და სპარსეთის შაჰი ისმაილი იქნებიან.

 უშუალოდ საქართველოს ნაწილზე რომ ვისაუბროთ, მოთამაშეებმა კავკასიონის მთებში მტკიცე სამეფო უნდა შექმნან, სადაც გამოიყენებენ რელიეფს საზღვარგარეთიდან მტრის მრავალრიცხოვანი შემოსევების მოსაგერიებლად. კერძოდ, გეიმერებს შეუძლიათ გამოიყენონ „უნიკალური ქართული კავალერია“ და სვანეთის კოშკები, რომლებიც „უზარმაზარ ისრებს ისვრიან“. ძლიერ მხარეებად კი მრავალფეროვან, კლდოვან რელიეფს გამოიყენებენ, სადაც მოხერხებულად შეძლებენ შემოსევების მოგერიებას. ასევე, აქ იქნება დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული სამეფო გვარდია, მონასპა, მრავალრიცხოვანი ცხენთა ჯგუფით.

თამაშის ახალი ეპიზოდების შეძენაზე წინასწარი შეკვეთები უკვე მიღებულია.