ნამდვილი ცნობები უბრწყინვალესი დედოფლის ქეთევანის, დოპოლის, სახელოვან მოწამებრივ სიკვდილზე
 06/12/2022

წინამდებარე წიგნში სრულად იბეჭდება წმინდა ავგუსტინეს ორდენის პორტუგალიელი ბერის, მამა ამბროზიო დუშ ანჟუშის მიერ დაწერილი და 1630 წელს რომში პირველად გამოქვეყნებული „ნამდვილი ცნობები უბრწყინვალესი დედოფლის ქეთევანის, დოპოლის, სახელოვან მოწამებრივ სიკვდილზე სპარსეთის სამეფოს მთავარ ქალაქ შირაზში, შაჰ აბასის ბრძანებით 1624 წლის 22 სექტემბერს". მამა ამბროზიო დუშ ანჟუში იყო ქეთევან დედოფლის პატიმრობაში ყოფნისა და მოწამებრივი აღსასრულის უშუალო თვითმხილველი. დიდი ხნის დაუღალავი ძებნის შემდეგ, სწორედ მან მიაგნო წამების შემდეგ უცნობ მინდორში დამარხულ დედოფლის წმინდა ნაწილებს და უდიდესი რისკისა და თავგანწირვის შედეგად შეძლო მათი ამოსვენება, ინდოეთში, გოაში წაბრძანება და იქ, და გრასას ტაძარში დიდი პატივით დაკრძალვა. წიგნში ასევე მოცემულია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოსაძიებლად 2021 წელს გოაში განხორციელებული სამეცნიერო ექსპედიციის მასალები.