ბაზალეთის ტბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაზალეთის ტბა

ბაზალეთის ტბა - მდებარეობს სოფელ ბაზალეთის მახლობლად (დუშეთის რ-ონი), ხშირად იხსენიება მითოლოგიურ ნაწარმოებებში მათ შორის იახსარისა და დევის ბრძოლის ვარიანტებში. გვხვდება ძველ საგმირო სიმღერებში („..სასმელად არ ეყოფიან ბაზალეთურნი ტბანია“). ი. ჭავჭავაძის ლექსს „ბაზალეთის ტბას“, რომლის მიხედვითაც ტბის ფსკერზე ოქროს აკვანია შიგ მწოლიარე ყრმით ხალხური თქმულება უნდა ედოს საფუძვლად.


„ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო წყლის ქვეშე
უცხო წალკოტი ყვავისო.
მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს თურმე არ ჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან-ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.
წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.
მარტო ერთნი - სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან:
მარტო იგინი, გრძნეულნი,
დასტრფიან და დამღერიან.
ამბობენ, თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
იმას კი აღარ ამბობენ,
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...
იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?
თუ ესე არის, ნეტა მას,
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!
თუ ესე არის, ნეტა მას,
დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს, მადლით ცხებულსა!“


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები