კვრინჩხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვრინჩხი

კვრინჩხი - (Prunus spinosa L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). ძლიერ დატოტვილი, ხშირეკლიანი ბუჩქი ან ხეა. ნორჩი ყლორტები მოკლებეწვიანია ან შიშველი. ფოთლები ელიფსურია ან უკუკვერცხისებური, 2-5 სმ სიგრძის. ყვავილები თეთრია, თითო-თითოდ ან ორ-ორად განლაგებული. ჯამის ფოთლები მხოლოდ კიდეებზეა წამწამებიანი; ყვავილის ყუნწები სწორად მდგომია ანდა გადახრილი. ყვ. ნაყ. III-IV. იზრდება დაბლობიდან ტყის შუა სარტყელში, ტყის პირას, ბუჩქნარებში, მდინარეთა ხეობების გასწვრივ. კახეთში ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია ყველგან. მცენარე გავრცელებულია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები