საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dideba notebi.gif

დიდება - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21) სახელმწიფო ჰიმნი. მუსიკისა და ტექსტის ავტორია კომპოზიტორი კ. ფოცხვერაშვილი. ამ ჰიმნის სრული ტექსტი ასეთია:

„დიდება ზეცით კურთხეულს!
დიდება ქვეყნად სამოთხეს!
ტურფა ივერსა,
დიდება ძმობას, ერთობას!
დიდება თავისუფლებას!
დიდება სამარადისო ქართველ მხნე ერსა!
დიდება ჩვენსა სამშობლოს!
დიდება ჩვენი სიცოცხლის მიზანს დიადსა!
„ვაშა!“ ტრფობასა, სიყვარულს,
„ვაშა!“ შვებასა, სიხარულს, „სალამი!“
ჭეშმარიტების შუქ-განთიადსა“.

ჰიმნი პირველად აჟღერდა 1918 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. ამის შემდეგ იგი ნაწილობრივ გადაამუშავა სპეციალურმა კომისიამ და საბოლოო სახით დიდმა გუნდმა და ორკესტრმა შეასრულა 1919 26 მაისს რესპუბლიკის შექმნის წლისთავზე. „დიდება“ ოფიციალურ ჰიმნად გამოცხადდა სპეციალურ კონკურსის გარეშე. ჰიმნის მუსიკის ენაში (განსაკუთრებით კადანსებში) შეინიშნება ქართული მუსიკის სისტემის კანონზომიერებანი. (მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი)

არსებობს მოსაზრება, რომ „დიდების“ მუსიკა ძალიან წააგავს გერმანიის იმპერიის სახელმწიფო ჰიმნის „დოიჩლანდლიდის“ მუსიკას (ავტორი - იოზეფ ჰაიდნი).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი უცვლელი სახით აღადგინა 1990 წლის შემოდგომაზე საქართველოში გამართული მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ. ეს ჰიმნი შემდგომი თითქმის 14 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 2004 წლის აპრილში დამტკიცდა საქართველოს ახალი სახელმწიფო ჰიმნი - „თავისუფლება“. (ნიკო ჯავახიშვილი)


ლიტერატურა

კ. ფოცხვერაშვილი, დიდება (ნოტი), ქართული ეროვნული ჰიმნი, განმარტივებული სახალხო გამოცემა ქალ-ვაჟთა გუნდისათვის (შეიძლება ფორტეპიანოზედაც დაიკრას), სიტყვები და მუსიკა კ. ფოცხვერაშვილისა, ქუთაისი, 1918.


Logo1.JPG დიდება მრავალმნიშვნელოვანი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები