ცხვირ-ხახის კიბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხვირ-ხახის კიბო — ევროპულ რასაში იშვიათი დაავადებაა. ძირითადად, ჩინელებსა და არაბული წარმოშობის ერებშია გავრცელებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი, ანუ კავკასიური რასის ხალხში არ გვხვდება. ასაკობრივი ლიმიტი არ არსებობს. კაცებში უფრო ხშირია.

წარწერის ტექსტი

ალკოჰოლის და თუთუნის მოხმარება არ ითვლება გამომწვევ ფაქტორად. სამაგიეროდ, EBV (Ebstein – Bar virus) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პათოლოგიის განვითარებაში.

ცხვირ-ხახის კიბო სამ ძირითად ჰისტოლოგიურ ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

  1. ანაპლაზიური კიბო;
  2. ეპიდერმოიდი;
  3. არაჰოჯკინის ლიმფომები;

არადიფერენცირებული (ანაპლაზიური) კიბო – ცხვირ-ხახისთვის არის სპეციფიკური. მისი აბრევიატურაა U.C.N.T. (Undifferentiated Carcinoma of Nasopharyngeal Type). ამგვარი კიბოს დროს, EBV ტიტრი ძალიან მაღალია და იკლებს სხივური თერაპიის შემდეგ. თუმცა, ასევე იწევა რეციდივის დროს. ამიტომ პოსტსხივური თერაპიის რეციდივის გასაკონტროლებლად, EBV ტიტრის პერმანენტული კონტროლი არის საჭირო.

კლინიკური ნიშნები

ცხვირ-ხახის კიბო და ცხვირ-ხახის კიბოს გვერდით მდებარე სტრუქტურები
— ცალმხრივი მორეციდივე ექსუდაციური ოტიტები;
ცხვირიდან სისხლდენები და სუნთქვის ხშირი ობსტრუქცია;
— V და VI წყვილი ნერვის დისფუნქცია და ცეფალეა;

ნებისმიერ ამ შემთხვევაში, სასურველია ცხვირ-ხახის გამოკვლევა, რადგანაც თუ ამ ნიშნების მიზეზი კიბოა და არა კონკრეტულად ამ ორგანოების პათოლოგია, დაკარგული დრო შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.

ცერვიკალური ადენოპათიების დროს, მიუხედავად მათი ლოკალიზაციისა (თუმცა, ძირითადად, მასტო-მანდიბულარულ მიდამოში გვხვდებიან) და კონსისტენციისა (მაგარი, მობილური, მტკივნეული), აუცილებელია ცხვირ-ხახის კიბოს გამორიცხვა.

დიფერენციალური დიაგნოზი ცხვირ-ხახის დათვალიერებით და, ეჭვის შემთხვევაში, ბიოფსიით კეთდება.

ენდოსკოპიური დათვალიერებით ცხვირ-ხახაში შესაძლოა იყოს წყლულოვანი ან გრანულაციური ქსოვილი, რომელიც შეიძლება სისხლმდენიც იყოს.

მკურნალობა

ცხვირ-ხახის კიბოს მკურნალობა იწყება ქირურგიული რეზექცია-ბიოფსიით და სხივური თერაპიით და ქიმიოთერაპიით გრძელდება. ქირურგიული ჩარევა შეიძლება განხორციელდეს სხივური თერაპიის შემდგომაც, დარჩენილი ლიმფური კვანძების ამოღების სახით, თერაპიის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში. პოსტთერაპიული კონტროლი აუცილებელია და გულისხმობს როგორც ცხვირ-ხახის დათვალიერებას, ასევე ფილტვის და სხვა შორეული მეტასტაზების კონტროლს.

ცუდი პროგნოზი აქვს ინვაზიურ სიმსივნეს ქალას ფუძეში და შორეული ლიმფური კვანძების მეტასტაზების მქონე შემთხვევებს.

NOTA BENE

ცხვირ-ხახის დათვალიერება აუცილებელია, როდესაც არის:

  • ცალმხრივი ექსუდაციური ოტიტები დიდებში;
  • ცხვირის ობსტრუქცია;
  • V წყვილი კრანიალური ნერვის დაზიანება;
  • თვალის მამოძრავებელი ნერვის დაზიანება;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები