ძმერხლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ruskus.PNG

ძმერხლი - Ruscus colchicus Yeo

იმერ. — ჟმერხლი, რაჭ.,ლეჩხ. — ჯილმეხი, ჭან. - ზემეხი, ზურმეხი, მეგრ. – ზომეხი, სვან. – ზგმეს

ძმერხლი შროშანისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოს ფოთლოვან ტყეებში, ზღვის დონიდან 1800 მ-ის სიმაღლემდე. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე რაოდენობით გვხდება.

სიმაღლეში 35-55 სმ-ს აღწევს. თაგვისარას მსგავსად, ტოტები მასაც ბრტყელი აქვს. ტოტები სიგრძეში 5-10 სმ-ს აღწევს, სიგანეში — 2-4 სმ-ს., ტყავისებრია, თავწაწვეტილი (მაგრამ არ ბოლოვდება ქაცვით), რკალძარღვიანი. ღერო მწვანეა და სწორმდგომი. მარადმწვანეა. ფოთლები დაკნინებულია და ტოტების ძირშია განლაგებული ქერქლის სახით. ყვავილები მომწვანო-მოთეთრო ფერისაა, განლაგებულია ჯგუფად ტოტის ქვედა მხარეს, მთავარი ძარღვის შუა ადგილას ან ოდნავ ზემოთ.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები