დრათჰაარი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

46 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > »   
Reply to this topicStart new topic
დრათჰაარი
შუკა
პოსტი Mar 23 2010, 19:38
პოსტი #166


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მყავდა 4 წელი სუფთა სისხლის ძუ დრათხაარი, მანადირებდა მთელი სეზონი ღამე სიდეიკაზე 5-10 გრადუს ყინვაში იხვები გამოყავდა.. მწყერზეც კარგად ნადირობდა (ზე ყნოსვა არ ქონდა კვალზე მუშაობდა) წელიწადში ვკრიჭავდი ერთხელ. კურდგელს დასდევდა მოკლე მანძილზე.. მომიკვდა .. გული დამწყდა.. გადავედი სეტერზე(მანანდე სულ გერმანული ჯიშები მყავდა)ირლანდიური სეტერი მყავს ეხლა და აღმოვაჩინე რა.. ძაღლი პიქრობს!! ანუ ჭკვიანია ვიდრე დრათხაარი ... უფრო დამჯერი და უფრო ერთგული.. ხოდა გავხდი სეტერისტი!! newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 23 2010, 22:30
პოსტი #167


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



თენგო
ეხლა არ ვიცი დრათხარების ხაზი თუ გაუმჯობესდა,მაგრამ მე როცა მყავდა დრათხარი და ვადარებდი სეტერს და პოინტერს დიდი განსხვავება იყო.ეს არ ვიცი შეიძლება იმის ბრალი იყო რო ჩემ ძაღლს სუსტი ყნოსვა ქონოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
laval
პოსტი Mar 24 2010, 09:43
პოსტი #168


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 59
რეგისტრ.: 7-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ რადგან დათხარი მყავს გონება მაქვს დაბინდული და სხვა ძაღლების უპირატესობას ვერ ვხედავ newsmile05.gif
უბრალოდ მე იმით ვმსჯელობ რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი სხივისი დათხარები და რასაც ჩემი ძაღლი აკეტებს. ეს კი უკვე 4 წელია გრძელდება.
ძმაკაცებს ვისთან ერთადაც ვნადიორბ სეტერი ყავთ (ირლანდიური). აქედან გამომდინარე ამ 2 ჯიშის შედარების საშუალება ყოველი ნადირობის დრო მაქვს.

ჩემ ძაღლზე რაც შემიძლია ვთქვა ისაა,რომ ნამულის მაქსიმალური მანძილი რაც მე (და არა მარტო მე) მაქვს დაფიქსირებული დაახლოებით 6-7 მეტრი იყო. დაღლილი ჯერ არ მინახავს, მთელი დღის ნადირობის მიუხედავად რა ტემპითაც იწყებს იმით ამთავრებს. სიცივე და ყინვა მაგაზე არ მოქმედებს. წყალს, ჭაობს და ლაქაშებს თუ შეხედა, ხომ საეთოდ ჭკუა ეკეტება.
2 რამ შეიძლება პირობიტად ნაკლად ჩავუთვალო 1 რომ სიცხეში იგივე სეტერტან, კურცხალთან ან პონტერთან შედარებით უჭირს. და მე-2 ეგ არის, რომ ნაბულს დიდხანს არ აკეტებს. ანუ მაქ 2-3 წუთი გაჩერდეს ნაბულზე. ეს მინუსებიც მხოლოდ მწყერზე ნადირობის დროს თუ ჩაითველბა მინუსად, თორემ ზამთარში, იხვზე ნადირობისას არც 1 სათიანი ნაბული მჭირდება და არც სიცხე აწუხებს.

ყოველივე ზემოთ დაწერილი არაა იმის მტკიცება, რომ დათხარზე უკეთესი ჯიში არ არსებობს. უბრალოდ სხვებზე ნაკლები არაა newsmile05.gif
ვისაც ერთხელ მაინც უნადირია ზამთარში ჯიშიან, კარგად დაგეშილ დათხართან ერთად ვფიროქბ, რომ ეს არასოდეს დაავიწყდება.

vot-tak.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 24 2010, 10:18
პოსტი #169


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გოგა
ეხლა სამწუხაროდ დრატჰაარების საქმე რომ არის ჩვენთან მტერსაც არ ვუსურვებდი newsmile055.gif არადა რამოდენიმე წლის წინ საკმაოდ მრავალრიცხოვანი და პროგრესირებად ჯიშად ითვლებოდა.
ამ ბოლო დროს თვითნებური და შეუსაბამო დართვების გამო ხდება ჯიშის დაკნინება,სამწუხაროდ ახალი მწარმოებლებიც კარგა ხანია აღარ შემოუყვანიათ.

გერმანული და ინგლისური ჯიშების შედარება მე არასწორად მიმაჩნია,ვინაიდან მათ აბსოლუტურად განსხვავებული ნადირობის სტილი აქვთ, ისევე როგორც მათ პატრონებს.
ყველა მონადირემ თავისი ტემპერამენტისა და ნადირობის მანერის მიხედვით უნდა შეირჩიოს ძაღლი. საცოდავი საყურებელია დინჯი ადამიანი სეტერით ან პოინტერით რომ ნადირობს და პირიქით.

ისე მე თუ მკითხავთ დრატჰაარი ერთერთი კარგი მონადირე,მომპოვებელი ჯიშია,და მახინჯი სულაც არ არის,უბრალოდ პოინტერივით ნაძერწი,დახვეწილი ფორმები არ აქვს.
იმ პირობებში სადაც ის წესით უნდა ნადირობდეს ეს მავნეც კი არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 24 2010, 13:01
პოსტი #170


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(qarqashadze @ 24th March 2010 - 11:18) *
იმ პირობებში სადაც ის წესით უნდა ნადირობდეს ეს მავნეც კი არის.

ეს ძალიან საინტერესო წინადადებაა, უფრო გარკვევით ხომ ვერ გვეტყვით. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Mar 24 2010, 15:06
პოსტი #171


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ერთი ცნობილი ხალხური ლექსია: "აიმ მთაზედა თეთრი ქვა/ აპირებს ჩამოდნობასა,/ ბევრიც რო გყავდეს სეტერი,/ ვერ გიზამს დრათხარობასა!" newsmile05.gif მით უფრო, მეიხვე თუ ხარ და ძირითადად კოლხეთის დაბლობის ჭაობებში გიწევს ნადირობა - ზამთარში, ყინვაში და ა.შ. ასეთ პირობებში კარგი სეტერიც კი (იშვიათ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), როგორც წესი, დრათჰაარს ვერ უტოლდება ამტანობასა და გამძლეობაში, როცა საათობით გაყინულ წყალში სირბილი და ცურვა უწევს და ხან დაჭრილის ყვინთვით ამოყვანაც. ჩემს დეიდაშვილს 40 წელია სულ ორ-ორი ძაღლი ყავს, დრათჰაარი და ინგ. სეტერი. ხშირად ვნადირობთ ერთად და ძალაუნებურად ვადარებ ერთმანეთს. თავიდან გორდონი ყავდა. მეც მახსოვს და თვითონაც ამბობს: ამ მხრივ, იმას თუ შეეძლო დრათჰაართან მეტოქეობაო. ეს რომ ასეა, ამაზე დასავლეთ საქართველოში დრათჰაარების პოპულარობაც მეტყველებს. ყნოსვას რაც შეეხება, სიშორით და სიმაღლით ზოგადად სეტერებს აქვთ უპირატესობა, თუმცა II ხარისხის დიპლომიანი დრათხაარებიცა გვყავს. ისიც სათქმელია, რომ ორიოდე წლის წინ ციციშვილის მემორიალი დრათჰაარმა მოიგო. წნორში ყავთ ამჟამად რუსეთიდან ჩამოყვანილი შესანიშნავი ძუ დრათჰაარი, რუსეთშივე აღებული უამრავი დიპლომებით, ბრწყინვალე ექსტერიერისა - ავსტრიელმა ექსპერტმა დააყენა რინგზე პირველი. საქართველოშია მისი შვილიც, მოსკოვიდან ჩამოყვანილი მაგარი ხვადი, მაგრამ ჩვენი უნიათობით საჯიშედ ისე ვერ ვიყენებთ, როგორც საჭიროა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 24 2010, 17:21
პოსტი #172


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



დრათხარებს რაც შეეხება გამახსენდა კიდე ორი მაგარი ძაღლი კენჭიაშვილის"ნაბი" და კრავჩენკოს უმაგრესი ძუ"ადა"-2 მეორე ხარისხის დიპლომის მფლობელი,ეროვნული გამოფენის ჩემპიონი. "ადას" შვილი,სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს,მერე კბილები გაუფუჭდა,რომელმაც წავკისში გამოცდაზე ლამის პირველი ხარისხის დიპლომის მანძილი აჩვენა.

ასე რომ თავის საქმეში დრათხარს ბადალი არ ყავს,ძალიან გული მწყდება რომ დღეს მისი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Mar 24 2010, 17:49
პოსტი #173


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეგობრებო მემგონი ჩემმა პოსტმა შემოიტანა გაურკვევლობა newsmile05.gif
ჩემი პირველი ძაღლი დრათხარი იყო.იმის მერე კიდევ 2 დრათხარი მყავდა.გინდა ამის გამოც და გინდაც ამ ძაღლის შესაძლებლობების გამო მე ამ ძაღლის ასე ვთქვათ ფანი ვარ newsmile05.gif ძალიან სერიოზული ძაღლია წლის ყველა დროს სანადიროთ!!! უბრალოდ laval-ს დავეთანხმები ზაფხულში ცოტა უჭირს,მაგრამ თუ ახლოს წყალია არც ეს არის პრობლემა.დინჯი და მუშა,ჯანიანი და გამძლე მონადირეა!!!

ციტატა(qarqashadze @ 24th March 2010 - 11:18) *
ისე მე თუ მკითხავთ დრატჰაარი ერთერთი კარგი მონადირე,მომპოვებელი ჯიშია,და მახინჯი სულაც არ არის,უბრალოდ პოინტერივით ნაძერწი,დახვეწილი ფორმები არ აქვს.
იმ პირობებში სადაც ის წესით უნდა ნადირობდეს ეს მავნეც კი არის.


ამაში მგონი თენგომ ის იგულისხმა რო დრათხარის სანადირო ადგილები არის წყალი,ჭაობი,კამიშები,ჯაგები და სადაც შეიძლება უბედური სასიარულო იყოს.ამის გამო სეტერის ნაზი აღნაგობა და ბეწვი უფრო არასასურველია ვიდრე დრათხარის ჯაგარი და ძლიერი ტანი.ესე მგონია მე.
თენგოს დავეთანხმები,ეხლა მე რო პოინტერით მანადირო ალბათ არ მესიამოვნება,იმიტო რო მიყვარს დინჯი ძაღლები.მაგრამ პოინტერის ნადირობას რო უყურებ რა თქმა უნდა განსხვავებას ვხედავ ეს არის რაღაც კლასიკაა რა newsmile05.gif

moderirebulia.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Mar 24 2010, 22:36
პოსტი #174


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ყოველთვის ვერიდები ჯიშების შედარებას იმის მხრივ თუ რომელი ჯობია. დრათჰაარი მსოფლიოში მეძებარი ძაღლებიდან ერთერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია, ბოდიშის მოხდით, მაგრამ ბევრჯერ მითქვავს და კიდე გავიმეორებ--აქ ბევრი ახალგაზრდა გამოუცდელი მონადირე შემოდის და მრავალ საინტერესო ინფორმაციას იღებს, ამიტომ ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ უაზრო(ბოდიში სხვა ვერაფერს დავარქმევ) პოსტების წერისგან.
ეხლა რაც შეეხება დრატჰაარს და საერთოდ კონტინენტალურებს: ისინი შესანიშნავი მონადირეები, ადვილი გასაწვრთნელები და საკმაოდ დამჯერები, ადვილად დასამორჩილებლები, რადგან ბრიტანელებისგან განსხვავებით აქვთ შედარებით გაწონასწორებული ფსიქიკა, ამტანები და ღონიერები, ნადირობენ როგორც ფრინველზე ასევე ნადირზე(მსხვილ ჩლიქოსნებზე და ტახზეც), აქვთ საკმაოდ მყარი და ლამაზი ნაბული, შესანიშნავად აპორტირებენ როგორც მშრალზე ასევე წყლიდან.
ყურადრებას გავამახვილებ დრატჰაარის ბეწვზე: დრათჰაარის ბეწვზე კინოლოგები და სელექციონერები მრავალი წელი თავდაუზოგავად შრომობდნენ და ასევე გრძელდება დღესაც, რომ მიეღოთ ისეთი, როგორიც ამჟამად აქვს--წმინდა გერმანულ დრათჰაარს. ასეთი სამოსი ძაღლს იცავს , როგორც სიცივისგან ასევე სიცხისგან, ვიმეორებ--სიცხისგან. იოლად შედის ეკალ ბარდში, ნაკლებად სველდება და მალე შრება განსხვავებით სეტერისა. ეს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი, უპირატესობას აძლევს დრათჰაარს სხვა ჯიშებთან შედარებით.
ყნოსვა: ნამდვილად სუსტი აქვთ ბრიტანელებთან შედარებით, მაგრამ ეს მათ ხელს უწყობს კვალზე მუშაობის დროს, რადგან უფრო გაწონასწორებულები არიან, ზედმეტი აღგზნებულობა და სიფიცხე მხოლოდ და მხოლოდ ხელის შემშლელია.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Mar 25 2010, 09:36
პოსტი #175


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



mgm
ციტატა(mgm @ 24th March 2010 - 23:36) *
რაც შეეხება დრატჰაარს და საერთოდ კონტინენტალურებს: ისინი შესანიშნავი მონადირეები, ადვილი გასაწვრთნელები და საკმაოდ დამჯერები, ადვილად დასამორჩილებლები, რადგან ბრიტანელებისგან განსხვავებით აქვთ შედარებით გაწონასწორებული ფსიქიკა,

ნება მომეცი ნაწილობრივ არ დაგეთანხმო.
დრათხარი სხვა ჯიშებთან შედარებით გამოირჩევა სიურჩით,ჯინიანობით,ზედმეტად აღგზნებადობით.ხშირად ზედმეტად ხმაურიანია.
დრათხარებში სხვა ჯიშებთან შედარებით უფრო ხშირად გვხვდება გაუწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლები.
მაგრამ ეს სულაც არ ამცირებს დრათხარის,როგორც კარგი მონადირე ჯიშის ღირსებებს.კარგი,გაწონასწორებ
ული ფსიქიკის მქონე დრათჰაარი შეუცვლელია
ზამთარშიწყალში,მაგარ ადგილებში,ჯაგში.
სიცხეს თავისი ზომების და თბილად ჩაცმულობის გამო ცუდათ იტანს,მაგრამ რა აუცილებლობაა მაინცდა მაინც პაპანაქებაში ინადირო?
ყნოსვას რაც შეეხება მე ჩემ წინა პოსტებში ჩამოვთვალე ის დრათხარები რომლებიც ინგლისურებს ყნოსვით არ ჩამოუვარდებოდნენ.
ეს მხოლოდ რაც ჩვენნ გვინახავს,და რაც არ გვინახია რამდენია?
საერთოდ ჯიშების შედარება არაკორექტულად მიმაჩნია. ყველა ჯიში გამოირჩევა იმ თვისებით,რომელიც მეორეს არ ან ნაკლებად ახასიათებს,ზოგს რა მოწონს ზოგს რა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Mar 25 2010, 10:30
პოსტი #176


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე კიდე, პირიქით, მიყვარს ასეთი "უაზრო" კამათები - ბავშვობა მახსენდება. სოფელი, რკინიგზისპირი და იქ შეყრილი საღამოს სასირზე მიმავალი გურული მონადირეები, იმათი: "აია, ბიჯო, ძაღლი? შეხედე, რაფერ პიწკად ადგამს, არ დამესვაროსო. გიზოას შეეხვეწე აგერ და ათხუებს კალოშებს, ერთი ზომა ფეხი აქვთ ორივეს". "აბა, შენი დრათხარია კაი, ღორივით რო წვანა ჭყაპოში?" იქ იყო ჯიშების დახასიათებები, თუ იყო. რა ტყუილს და მართალს აღარ ყვებოდნენ - ამან რო ის ქნაო და იმან რო დოუყვინთა და ორი იხვი ერთად ეჭირა პირშიო.. ძაღლი, ნადირობაზე მეტად, მე მგონი, იმ საუბრებმა შემაყვარა.
ხალხური ლექსის გამო კი, სეტერისტებს თუ გული დაწყდა ვინმეს, ვურჩევ, ბოლო სტრიქონებში რული მარცხნივ გადმოიტანოს, ანუ სეტერს და დრათხარს ადგილები შეუცვალოს: "...ბევრიც რო გყავდეს დრათხარი/ ვერ გიზამს სეტერობასა." newsmile041.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
laval
პოსტი Mar 25 2010, 15:45
პოსტი #177


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 59
რეგისტრ.: 7-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





ეს სურათები კი განწყობისთვის newsmile05.gif










Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giigi
პოსტი Apr 11 2010, 23:06
პოსტი #178


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 11-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით ყველას. დღეს ვარდების ბაღში ძაღლს ვასეირნებდი და ერთ ძუ მონადირე ლეკვთან შევჩერდით,მის პატრონს გამოველაპარაკე და მითხრა რომ ლეკვის გაჩუქება მინდაო.(ხშირად დავდივარ გასტროლებზე და ოჯახში არ უვლიანო.) მისი მშობლები კახეთში,სოფელ კარდენახში ყავთ და ანადირებენო.მგონი დედაზე მითხრა რომ იმპორტირებულია რუსეთიდანო. 2 დღეში ისევ მიდის. ცოტა დაჯერება მიჭირს არადა სახლში მყავს უკვე ერთი ძაღლი არადა გული ძალიან მწყდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯეკო
პოსტი Apr 12 2010, 17:45
პოსტი #179


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,041
რეგისტრ.: 19-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi ...internatebi



giigi რა ჯიშისააა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giigi
პოსტი Apr 12 2010, 23:57
პოსტი #180


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 11-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



დრათხაარს ვგულისხმობდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

46 გვერდი V  « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 16:33