Magdalena Posted July 3, 2020 Share Posted July 3, 2020 კომპანია Corsair-მა დააანონსა საინტერესო კომპიუტერული აქსესუარი - LED-განათების მქონე მოწყობილობა iCUE LT100 Smart Lighting Tower, რომელიც განკუთვნილია ფერადი განათებით შენობის ატმოსფეროს შევსებისთვის. საბაზისო კომპლექტი მოიცავს 422 მმ სიმაღლის ორ მოდულს, თითოეული მათგანი აღჭურვილია 46 RGB შუქდიოდით. თავდაპირველად ხელმისაწვდომია 11 LED-პროფილი, რომელბშიც გათვალისწინებულია სხვადასხვა ეფექტის შექმნა. შუქდიოდური მოწყობილობის მართვა შესაძლებელია საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა iCUE-ის მეშვეობით. შესაძლებელია განათების სინქრონიზაცია თამაშებთან, ან მოცემულ მომენტში ჩართულ მუსიკასთან. აქსესუარი უკავშირდება პერსონალურ კომპიუტერს USB ინტერფეისით. გარდა ამისა, აუცილებელია კვების მიწოდება ელექტრო ქსელიდან. კომპლექტში შემავალ ორ „კოშკთან“ ერთად შესაძლებელია კიდევ ორი მსგავსი მოდულის მიერთება, რაც გააფართოვებს განათების ზონას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ მოდულზე შესაძლოა დამაგრდეს ჰედსეტის მოხსნადი დამჭერი. iCUE LT100 Smart Lighting Tower კომპლექტის გაყიდვა უახლოეს დროში დაიწყება: მისი მიახლოებითი ფასი 130 აშშ დოლარია. https://bit.ly/2YMbFIs Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.