loader

აზერბაიჯანელმა ქალიშვილობა 2 მლნ დოლარად გაყიდა - გოგონა ამბობს, რომ ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბაც აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანელმა ქალიშვილობა 2 მლნ დოლარად გაყიდა - გოგონა ამბობს, რომ ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბაც აქვს

მო­დელ­მა ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა 2,5 მლნ დო­ლა­რად გა­ყი­და. Mirror-ი წერს, რომ ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის „სა­ყიდ­ლად“ აუქ­ცი­ონ­ში ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც 23 წლის აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მაჰ­ბუ­ბა მა­მა­ძა­დას­თან ექ­ნე­ბა სექ­სი, პო­ლი­ტი­კო­სია ტო­კი­ო­დან.

მო­დელ­მა ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა გა­ყი­და გერ­მა­ნულ სა­იტ­ზე Cinderella Escorts. მაჰ­ბუ­ბას პრო­ფილ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის ასე­ვე ეძებს ასა­კო­ვან მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვი­უ­რად 35 ათა­სი დო­ლა­რით უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სა­იტ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აუქ­ცი­ო­ნი და­ი­ხუ­რა, თუმ­ცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მე­ო­რე პირი, რო­მე­ლიც „ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის სა­ყიდ­ლად“ ყვე­ლა­ზე მა­ღალ ფსონს ჩა­მო­ვი­და, ცნო­ბი­ლი მი­უნ­ხე­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია.

გო­გო­ნა გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის ფა­სად გეგ­მავს სახ­ლი იყი­დოს მის­თვის და დე­დის­თვის, რათა სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ჰქონ­დეთ და მოგ­ზა­უ­რო­ბა შეძ­ლონ.

„აშშ-ში მინ­და ცხოვ­რე­ბა, სა­დაც სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა­საც გა­ვაგ­რძე­ლებ. მიყ­ვარს ძაღ­ლე­ბი და ვოც­ნე­ბობ, ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი გავ­ხსნა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში. დე­და­ჩემ­მა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა და ახლა დროა, ჩე­მით ია­მა­ყოს“, - წერს მო­დე­ლი.

მას, ასე­ვე, ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბაც აქვს.