loader

"ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?" - ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი კობახიძეს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?" - ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

"ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება? ძალიან სამწუხაროა ამის ყურება" - ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას "ტვიტერში“ ეხ­მა­უ­რე­ბა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს "პირველი არხის" გადაცემაში "დღის თემა" სტუმრობისას განაცხადა, რომ ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ამისთვის ბევრი მიზეზი აქვს.

შეგახსენებთ, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში მისი და სხვა ევროპელი კოლეგების წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები რუსულ პროპაგანდას უტოლდება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კი ვიოლა ფონ კრამონს შეუთვალა, რომ ის კრიმინალების მფარველია.