loader

“ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, მოხდა მთავარი პროდიუსერის, მაია სტეფნაძის და გადაცემის რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება“ - სკანდალური ეთერის შესახებ მერსი სულხანიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, მოხდა მთავარი პროდიუსერის, მაია სტეფნაძის და გადაცემის რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება“ - სკანდალური ეთერის შესახებ მერსი სულხანიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს

მერსი სულხანიშვილი “ღამის პრაიმ თაიმში“, ზედმეტ წონასთან დაკავშირებით დაწყებულ სკანდალს ისევ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გადაცემაში მისი შეფასებები დამახინჯებულად წარმოაჩინეს, რამაც მერსი სულხანშვილი ყველა მიმართულებით ძლიერ დააზარალა. როგორც ცნობილი ხდება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნულის გამო გადაცემის მთავარი პროდიუსერი და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს გამოვეხმაურო 17 მაისს Rustavi 2 • რუსთავი 2 ეთერში გასულ გადაცემა Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი, სადაც ჩემი გასული ეპიზოდი მაყურებელმა იხილა მონტაჟის შედეგად დამახინჯებული კონტექსტით, დაუსრულებელ ფორმატში ასევე ადგილი ჰქონდა კონტენტის მონაცვლეობას რამაც შექმნა სრულიად სხვა სურათი.

სრულიად ვიზიარებ მაყურებლის რეაქციას ბოდიშს ვუხდი მაყურებელს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. აქვე თავს ვალდებულად ვთვლი მოგიყვეთ რა იყო სინამდვილეში. გადაცემის ერთერთი სტუმრის გვანცას მისამართით ნათქვამი ფრაზა, “თქვენ მოგწონთ თქვენი თავი ამ ფორმაში?” მაყურებელმა იხილა მხოლოდ ეს ფრაზა, რომელსაც ჰქონდა გაგრძელება სწორედ ეს გაგძელება იყო მთავარი სათქმელი, “მთავარია თქვენ მოგწონდეთ, თქვენ გიყვარდეთ თქვენი თავი, არ აქვს მნიშვნელობა სხვები რას ფიქრობენ ან როგორ გხედავენ, არ მივესალმები არც ჭარბ წონიანების და არც გამხდრების ბულინგს მთავარია სარკეში ჩახედვისას ჩვენ მოგვწონდეს ჩვენი თავი არ აქვს მნიშვნელობა სხვები რას ფიქრობენ ან როგორ გვხედავენ. დასრულებული ფრაზის ნაცვლად ვიხილეთ, სხვა რესპონდენტის მიერ ბულინგის შედეგად სტუდიიდან ატირებული გვანცას ადგომა და გასვლა ასევე ქალბატონი მაია ბარათაშვილის რეპლიკა, რომელიც ასევე მე არ მეკუთვნოდა.

დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩემთან ერთად იდგა სიმართლის მხარეს, დიდი მადლობა ტელეკომპანია რუსთავი2 - ს, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, დიდი მადლობა არხის მენეჯმენტს ქალბატონ თამარ ფხაკაძეს და ტელეკომპანია რუსთავი2 -ის გენერალურ დირექტორს ბატონ ზაზა გველესიანს, რომელებმაც გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მოახდინეს რეაგირება.

მოგეხსენებათ თითოეულ გადაცემას ყავს ცალკე პროდიუსერების გუნდი, მთავარი პროდიუსერის ხელმძღვანელობით. ეთერში გასულ გადაცემიის შინაარსზე და ხარისხზე პასუხისმგებელია სწორედ კონკრეტული გადაცემის მთავარი პროდიუსერი და არა არხის მენეჯმენტი გამომდინარე იქიდან, რომ დაირღვა ჩემი როგორც სტუმრის უფლებები (დაუსრულებელი ფრაზა რის შედეგადაც დაირღვა კონტექსტი, მეტი დრამატიზებისთვის მოხდა ეპიზოდის მონაცვლეობა) ასევე თქვენი მაყურებლის შეცდომაში შეყვანა ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით მოხდა მთავარი პროდიუსერის მაია სტეფნაძის და ასევე გადაცემის რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლება.“ - ავრცელებს სულხანიშვილი.