loader

"ორსულობის პერიოდში, 8 თვემდე, 75 კილოგრამს ვწევდი" - ვინ არის ორსული, რომლის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორსულობის პერიოდში, 8 თვემდე, 75 კილოგრამს ვწევდი" - ვინ არის ორსული, რომლის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ეს 23 წლის ლიკუნა მაჭავარიანია, ფიტნეს-ინსტრუქტორი და ინტერიერის დიზაინერი. ლიკუნა 3 კვირაში პირველი შვილის დედა გახდება, თუმცა ორსულობას მისთვის ხელი არ შეუშლია და კვლავ აქტიურად ვარჯიშობს. ამბობს, რომ ორსულობის პერიოდში აქტიური ცხოვრება ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია. ლიკუნა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც აქტიურად ვარჯიშობს. მის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა მისი აქტივობა ნეგატიურად შეაფასა.