loader

"მთე­ლი დღეა რა­ღა­ცის და­წე­რას ვცდი­ლობ, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია" - ლიზა იასკო მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთე­ლი დღეა რა­ღა­ცის და­წე­რას ვცდი­ლობ, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია" - ლიზა იასკო მიმართვას ავრცელებს

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბი­დან ორი წლის თავ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"მთე­ლი დღეა რა­ღა­ცის და­წე­რას ვცდი­ლობ, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია. თით­ქოს სი­ტყვე­ბი და­მიბ­ლო­კეს. დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბი­დან 2 წელი გა­ვი­და... უკვე 2 წელი მას მერე, რაც ჩემი ცხოვ­რე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბად იქცა. არ არ­სე­ბობს სი­ტყვე­ბი, რომ­ლე­ბიც ოდ­ნავ მა­ინც გა­მო­ხა­ტავს იმას, რაც ხდე­ბო­და და ხდე­ბა ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. 2021 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე ერ­თად ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. ახლა კი სულ სხვაა...

მა­შინ არც ომი იყო, არ ვი­ცო­დით, რა გვე­ლო­და და რამ­დე­ნად შე­იც­ვლე­ბო­და რე­ა­ლო­ბა.

დღეს ყვე­ლა დამ­ცვე­ლის დღეა, მათი, ვინც იცავს ჩვენს მი­წას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

და ეს დღე ორ­მა­გად, თუნ­დაც სამ­მა­გად მძი­მე და ღრმაა ჩემ­თვის.

ყვე­ლას, ვინც იცავს თა­ვის მი­წას, გულ­წრფე­ლად ვუ­სურ­ვებ ძა­ლას და წარ­მა­ტე­ბებს!

და­ვიც­ვათ ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ღირ­სე­ბა და უნა­რი, გვიყ­ვარ­დეს და ვი­ყოთ მათ­თან ერ­თად, ვინც ნამ­დვი­ლად გვიყ­ვარს.

მე მჯე­რა, რომ ჩვე­ნი დე­და­მი­წა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა..

ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია 2 წლის წინ, მი­შას და­კა­ვე­ბის პირ­ველ კვი­რებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხის გა­რეთ, სა­დაც იმ­ჟა­მად თით­ქმის ყო­ველ კვი­რას დავ­დი­ო­დი. მა­შინ არ ვი­ცო­დი, რო­გორ შე­იც­ვლე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი და ეს რამ­ხე­ლა ტკი­ვილს მო­მი­ტან­და" - წერს ლიზა იასკო.

წყარო: ambebi.ge