loader

"მეგობრებო, იმედია, დამწუხრებული არ ხართ, იმიტომ, რომ მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ შედეგებით!" - ნინი ბრეგვაძე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეგობრებო, იმედია, დამწუხრებული არ ხართ, იმიტომ, რომ მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ შედეგებით!" - ნინი ბრეგვაძე მიმართვას ავრცელებს

ნინი ბრეგვაძე მას შემდეგ რაც ამერიკული "ვოისის" ფინალს გამოეთიშა, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს:

"მეგობრებო, იმედია, დამწუხრებული არ ხართ, იმიტომ, რომ მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ შედეგებით! რა თქმა უნდა, მინდოდა ფინალში ყოფნა, თუმცა ამ შოუს მაყურებლის ხმების მოპოვება არცთუ ისე მარტივია და ეს თავიდანვე მიღებული და გააზრებული მქონდა. ის, რომ ნახევარფინალში მოვხვდი, როგორც თავად პროექტის შემქმნელები ამბობენ საუკეთესო სეზონში, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა მუსიკალური კონკურსები არ განსაზღვრავს სამომავლო კარიერას და ერთი სული მაქვს, გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმის კეთება! თქვენ უდიდესი მადლობა ასეთი განსაკუთრებული სითბოსთვის და სიყვარულისთვის!" - წერს ნინი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც იგი The Voice-ს გამოეთიშა.