loader

“მეგობრებო, ეს თემა უკვე ძალიან ყელში ამოვიდა... ლელა უყვარს ხალხს და ესაა მთავარი“ - კახი მამულაშვილი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მეგობრებო, ეს თემა უკვე ძალიან ყელში ამოვიდა... ლელა უყვარს ხალხს და ესაა მთავარი“ - კახი მამულაშვილი მიმართვას ავრცელებს

მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე და მისი პროდიუსერი კახი მამულაშვილი საახალწლო კონცერტებთან დაკავშირებით ლელა წურწუმიას მიწვევისა თუ არმიწვევის შესახებ კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს:

“ჩემო მეგობრებო, ეს თემა უკვე ძალიან ყელში ამოვიდა. საახალწლო კონცერტზე მოხვედრა, არმოხვედრა. ჩვენ არასოდეს არ გვაწუხებდა ეს საკითხი. თუ დაგვიძახებენ, მივალთ, თუ არა, არც ვკითხულობთ, რატომ.

ლელა უყვარს ხალხს და ესაა მთავარი. ჩვენი კონცერტები სულ ანშლაგებით მიდის. ყოველ წელს ძალიან გადატვირთულები ვართ, და ამის მოწმეები ხართ. ამიტომ ეს საბოლოო კომენტარია… ყველა მუსიკოსს წარმატებები. წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2024.“