loader

“ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი, თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი… დავით თარხან-მოურავი საერთოდ რვა წელია მელოტია…” - ირმა ინაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი, თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი… დავით თარხან-მოურავი საერთოდ რვა წელია მელოტია…” - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი წმინდა მატრონას ხატის გარშემო, მორიგ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ხატზე ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი არიან გამოსახული.

"არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი. ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე. დავით თარხან-მოურვი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს. მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი "სკანდალი" ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ."