loader

"მეგობრებო, ჩემი მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა იქნება..." - ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეგობრებო, ჩემი მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა იქნება..." - ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს

"მეგობრებო, ჩემი მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა იქნება და არის თავისუფლება მიშას, თუმცა ეს მოთხოვნა ჩემთვის დიდი ხანია აღარ გადის არც მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაზე" და არც მხოლოდ ნიკა მელიაზე...

გადის ყველა თავმოყვარე პოლიტიკოსზე, რომელიც გუშინდელი სპირალიდან გამოდის და იაზრებს, რომ ამ ქვეყანაში რადიკალიზმის, ჩამოახრჩვეთ, დახვრიტეთ მოთხოვნების დრო აღარაა." - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა წარმოუდგენლად ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის.

"ვინც უნდა ყოფილიყო გუშინ (რუსის გარდა), თუ დღეს ფიქრობს, რომ სადღაც უნდა გაჩერდეს ეს ეშმაკის ბორბალი, როცა აწმყო სპობდა წარსულს, ჩემთვის მისაღებია.

როცა მიშას აქციებს ვაკეთებდით, ელენე ხოშტარია "ნაცების" უმრავლესობაზე მეტად მეიმედებოდა, იაგო ხვიჩია უფრო ქმედითი იყო, ვიდრე ბევრი "შინაური", ნიკა გვარამიაზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ზურა გირჩი და ბევრი კიდევ, ვინც საერთოდ არ არიან მიშას, როგორც პოლიტიკოსის მხარდამჭერები, მაგრამ სწორად ესმოდათ და ესმით, რაზე გადის მისი პატიმრობა დღეს!

თავისუფლება მიხეილ სააკააშვილს! და როცა ამას ვამბობ, მე ვითხოვ არა ჩემი მეგობრის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის თავისუფლებას, რომელმაც წარმოუდგენლად ბევრი გააკეთა ამ ქვეყნისთვის.

წარმატებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკოსს, რომელიც ფიქრობს, რომ ძალა განახლებაშია და ყველაზე მეტად რასაც წარსულში დატოვებს, დაპირისპირება და მხარეებად დაყოფილი საქართველოა!

ხომ შეიძლება, რომელიმე ინაუგურაციაზე, ამ ქვეყანაშიც ისხდნენ პრეზიდენტები ერთად" - წერს ჟორჟოლიანი.