loader

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მიდლტონმა "ტვიტერზე" ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ, ის ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყო.

"ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა, ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო იყო. ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გამევლო და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე ვარ."- ამბობს მიდლტონი.სიმსივნის ტიპი არ არის დასახელებული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ონკოლოგიური დაავადება დაუდგინა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზსაც.