loader

”ხალადეცი” მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ხალადეცი” მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება

საახალწლო სუფრის ერთ-ერთი ტრადიციული კერძი ”ხალადეცია”, თუმცა დღეს მისი მომზადების კლასიკური რეცეპტისგან გადავუხვევთ და შემოგთავაზებთ "ხალადეცის" მომზადების ახალ წესს. ეს განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვინც ფიგურას უფრთხილდება.

მაშ ასე, ვამზადებთ ”ხალადეცს” !

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ღორის ხორცი და ფეხი – 2 ცალი; დიეტურისთვის ინდაურის ფეხი- 2 ცალი და კისერი.
წითელი ხახვი – 1 ცალი;
სტაფილო – 1 ცალი;
მწვანილი – 1 კონა;
ძირა – 1 ჩაის კოვზი;
მწვანილის ღეროები – 2 კონა;
ჟელატინი – აუცილებლობის შემთხვევაში
სანელებლები - გემოვნებით

ღორის ხორცსა და ფეხს დაასხით წყალი ისე, რომ ხორცი დაიფაროს. მიიყვანეთ ადუღებამდე, მოხადეთ ქაფი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მთლიანი სტაფილო, ხახვიც ასევე მთლიანად ჩააგდეთ, ჩაყარეთ მწვანილის ღეროები, დაუმატეთ ძირა და გააგრძელეთ ბულიონის ხარშვა 30-40 წუთის განმავლობაში. ბულიონი გამორთვამდე 20 წუთით ადრე მარილითა და შავი პილპილით შეანელეთ.
ამავე მეთოდით  ინდაურის "ხალადეცის"მოსამზადებლად იხილეთ ფოტოგალერეა