loader

სამთავრობო ჯიპები მთაწმინდის პარკში - რა გაფრთხილება მიიღეს სამინისტროებმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამთავრობო ჯიპები მთაწმინდის პარკში - რა გაფრთხილება მიიღეს სამინისტროებმა

მთავრობის კანცელარიიდან სამთავრობო უწყებებმა მთაწმინდის პარკში გადაადგილების გამო გაფრთხილება მიიღეს. განცხადებით კანცელარიის უფროსს, მაია ცქიტიშვილს პარკის დირექტორმა ირაკლი სასანიამ მიმართა. სასანია ადასტურებს, რომ სამთავრობო უწყებების მანქანების პარკში გადაადგილების გამო პრობლემები არსებობდა, თუმცა წერილის მიწერის შემდეგ პრობლემა ამოწურულია.

კანცელარიის პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ, რომელ უწყებებზე ჰქონდა მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას პრეტენზიები. მათი თქმით, წერილში საუბარი ზოგადად სამთავრობო მანქანების კოლონებზე იყო. "ყველა უწყებამ მიიღო გაფრთხილება და იმედი გვაქვს, მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნება", - აცხადებენ მთავრობის კანცელარიაში.