loader

სუპერ-სექსუალური პირველადი დახმარება (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუპერ-სექსუალური პირველადი დახმარება (+18)

ესპანეთის ქალაქ იაკას პოლიციის თანამშრომლებს, პირველადი დახმარების კურსებზე საკმაოდ ეროტიული ვიდეოინსტრუქცია წარუდგინეს. სემინარის მონაწილე ქალი პოლიციელები აღშფოთებული დარჩნენ ვიდეოს შინაარსით: მასში წარმოდგენილია ორი ნახევრადშიშველი მოდელი, რომლებიც სექსუალური მანერით აჩვენებენ, როგორ ტარდება გულის მასაჟი.

პიკანტური სარეკლამო კამპანია - "სუპერ-სექსუალური პირველადი დახმარება", თეთრეულის კანადური ბრენდის Fortnight Lingerie-ისთვის შეიქმნა. სამედიცინო ჯგუფმა კი პირველადი დახმარების აღმოჩენის სემინარზე მისი პოლიციელებისთვის ჩვენება გადაწყვიტა. მათი  განმარტებით, ვიდეორგოლის ჩვენება ტრენინგის მონაწილეებისთვის იმ მიზეზით გადაწყვიტეს, რომ ლექციის "მოსაწყენ პროცესში მხიარულება შეეტანათ".

მოგვიანებით, პოლიციის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება.