ტონიკი ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის
მოქმედება: ტონიკი დამატენიანებელი, ანთების საწინააღმდეგო და ეპიდერმისის აღმდგენელი კომპონენტების დახმარებით, იდეალურად ატენიანებს და ამშვიდებს ცხიმიან და კომბინიერებულ კანს. არეგულირებს ცხიმის სეკრეციას. ებრძვის ჩირქოვანი გამონაყარის განვითარებას
შემადგენლობა: ვერცხლის იონებით გამდიდრებული წყალი, როზმარინის ჰიდროლატი, გლიცერინი, ალანტოინი, თეთრი შაბი, ბუნებრივი დამატენიანებელი კომპლექსი, ბისაბოლოლი, ჩაის ხის ეთერზეთი
აქტიური კომპონენტები
ჩაის ხის ეთერზეთი - ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. იდეალურია აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში
როზმარინის ჰიდროლატი - არეგულირებს კანქვეშა ცხიმის სეკრეციას, ხასიათდება ზომიერად გამოხატული ანტისეპტიკური მოქმდებით. ატენიანებს კანს
ალანტოინი - უნივერსალური აქტივია, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედებით, ამშვიდებს კანს, ხსნის გაღიზიანებას, ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციას.
ბისაბოლოლი - უნივერსალური აქტივია, ამშვიდებს კანს, ხსნის გაღიზიანების, დაჭიმულობის შეგრძნებას. გააჩნია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება
თეთრი შაბი - ხასიათდება გამოხატული ანტიმიკრობული მოქმედებით, არეგულირებს კანქვეშა ცხიმის სეკრეციას,
ბუნებრივი დამატენიანებელი კომპლექსი - წარმოადგენს დამატენიანებელი და წყლის დამჭერი კომპონენტების რთულ ნაკრებს, რომელიც ბუნებრივად ატენიანებს კანს, იცავს მას წყლის დაკარგვისგან, და აძლიერებს კანის აღმდგენელ ფუნქციას.