თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოციალურად დაუცველი  ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა გრძელდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა გრძელდება

  • 2020-12-12 18:36:40

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი სამი ოჯახისთვის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი. 
უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისთვის თანხა მუნიციპალიტეტში მოქმედი ,,სახლდაზიანების პროგრამის" ფარგლებში გამოიყო. ამ პროგრამით თერჯოლაში 5 სახლი უკვე აშენდა. 2021 წელს იგეგმება ,,სახლდაზიანების პროგრამისთვის" თანხის გაზრდა, რადგან უფრო მეტ უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს დაეხმაროს მუნიციპალიტეტი.
წლების მანძილზე აღნიშნული ოჯახები ამორტიზებულ სახლებში ცხოვრობდნენ

მსგავსი პოსტები