კარიბის ზღვის აუზში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას მამა, ორი შვილი და პილოტი დაიღუპა

თვითმფრინავი

კარიბის ზღვაში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა.

ეროვნული პოლიციის ცნობით, პილოტის გარდა, ბორტზე 51 წლის ამერიკელი მამაკაცი იყო თავის 10 და 12 წლის ქალიშვილებთან ერთად. თვითმფრინავი ბეკიას აეროპორტიდან ხუთშაბათს, 4 იანვარს აფრინდა. რამდენიმე წამის შემდეგ ის ოკეანეში ჩავარდა. დასახმარებლად ადგილობრივი მეთევზეები და მყვინთავები გამოიქცნენ, მაგრამ ვერავინ გადარჩა. პოლიცია მომხდარს იძიებს.

ასევე ნახეთ:

2024 წელი ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს დიდ იღბალს მოუტანს

საჭიროა თუ არა, რომ ყოველთვის რაღაცას ვუსმენდეთ საქმის კეთების დროს

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები - რომელ ადგილზეა კვარა CIES-ის რეიტინგში