ნახეთ ულამაზესი ფოტოები, წითურების ყოველწლიური ფესტივალიდან

ნიდერლანდებში წითურების ყოველწლიური ფესტივალი ჩატარდა

ნიდერლანდების ქალაქ ტილბურგში წითურების ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებრივად წითური თმა აქვთ. წელს ფესტივალზე იყვნენ სტუმრები დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ახალი ზელანდიიდან.