PHOTO: თუ ამ პირობაზე თანახმა იქნებით, იბიცაზე სასტუმრო ღამის უფასოდ გატარებას გთავაზობთ

იბიცა

ესპანეთის ულამაზეს კუნძულ იბიცაზე  სასტუმრო  Paradiso Ibiza Art Hotel-ი,  მსურველს ღამის უფასოდ გატარებას სთავაზობს, იმ შემთხვევაში თუ ისინი სრულად გამჭვირვალე ოთახში დარჩენაზე დათანხმდებიან.

Zero Suite-ს კედლები მინისგან არის დამზადებული, მდებარეობს შენობის ფოიეში, მისაღების გვერდით რის გამოც ამ ნომერში მყოფების დანახვა სასტუმროს ყველა ბინადარს შეუძლია. ნომერს აქვს,  აქვს საწოლი, მაგიდა, სკამები და, რა თქმა უნდა, აბაზანა შხაპით, თუმცა ეს უკანასკნელი ამ შემთხვევაში დაფარულია. ნომერი, ისევე, როგორც სასტუმრო 2018 წლიდან ფუნქციონირებს.

Zero Suite-ში დარჩენა ერთ ან ორ ადამიანს ერთი ღამით შეუძლია და იმავე წელს ამ ნომრის დაჯავშნის შესაძლებლობა აღარ ექნება.

იდეის ავტორის თქმით, ეს მხოლოდ ფულის დაზოგვის საშუალება არ არის და გარკვეულ წილად გამოცდილებაა, რადგან, როცა იღვიძებთ შუაღამისას იმის გამო, რომ ვიღაც გიღებს ფოტოს, მაშინ ხვდებით, რომ ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში გიყურებდნენ, როცა გეძინა შესაბამისად თქვენ შეუძლიათ გაიგოთ რას გრძნობენ ადამიანები, რომლებსაც 24 საათი აკვირდებიან.