სახლს არასდროს ალაგებდა, საშინელი რუმმეითია - ბენ აფლეკი მეთ დეიმონზე

მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი

ახლახან მიცემულ ინტერვიუში ბენ აფლეკმა თავის მეგობარ და მსახიობ მეთ დეიმონზე ისაუბრა. ბენ აფლეკმა გაიხსენა ის პერიოდი, როცა ძმასთან და მეთ დეიმონთან ერთად ცხოვრობდა. იმის მიუხედავად, რომ დღეს მეთ დეიმონი ბენ აფლეკის საუკეთესო მეგობარია, აფლეკმა განაცხადა, რომ მეთ დეიმონთან ერთად ცხოვრებას არავის უსურვებს.

„მეთს კომუნალური გადასახადები ჯერ არასდროს გადაუხდია, როგორც ვიცი. როცა ერთად ცხოვრობდით და იკითხავდა, "რატომ გაგვითიშეს ელ.ენერგია?", ჩვენ ვპასუხობდით, რომ კომპანიას ფული სჭირდება, რათა ელ.ენერგიის მოწოდება განაგრძოს. მეთი შესანიშნავი ადამიანია და ძალიან მიყვარს, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, თუმცა მასთან ცხოვრებას არავის გირჩევთ", - გაიხუმრა ბენ აფლეკმა.

 

 

მეთ დეიმონის "დაბნეულობა" ბენ აფლეკმა იმით ახსნა, რომ ის შესანიშნავი მსახიობია და მხოლოდ ერთ რამეზეა ფოკუსირებული, ამიტომ კომუნალურები, ჭურჭლის რეცხვა და ნაგვის გადაყრა ხშირად ავიწყდებოდა. ბენ აფლეკმა გაიხსენა, რომ ერთხელ მან და თავისმა ძმამ გადაწყვიტეს, სახლი არ დაელაგებინათ და ენახათ, მეთ დეიმონი რას გააკეთებდა. 2 კვირის შემდეგ კი იმედი გადაეწურათ, რადგან მეთ დეიმონს დალაგებაზე არც კი უფიქრია.