ზღვამ ათასობით ფეხსაცმელი გამორიყა - რა მოხდა დანიის სანაპიროსთან

ჩექმები ზღვაში

ათასობით ჩექმა გამორიყა ზღვამ ჩრდილოეთ დანიის პლაჟებზე, მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა „პიამ“ გემი დააზიანა. გემი ეკუთვნოდა დანიის გადამზიდავ კომპანიას A.P. Moller-Maersk (Maersk). ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი DR იტყობინება.

DR-ის ცნობით, სატვირთო გემმა Mayview-მა, რომელიც გერმანიის ქალაქ ბრემერჰავენიდან პოლონეთის გდანსკისკენ მიემართებოდა, 22 დეკემბერს ჩრდილოეთ ზღვაში დაკარგა 46 კონტეინერი სხვადასხვა საქონლით. ნაპირზე ფეხსაცმლის გარდა სამედიცინო აღჭურვილობაც არის ნაპოვნი.