როგორ მოვიქცეთ საკუთარ დაბადების დღეზე და რომელ საჩუქარზე უნდა ვთქვათ უარი - საჩუქრები, რომლებიც მომავალზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ

ტორტი

როგორია თქვენი რეცეპტი იდეალური დაბადების დღისთვის? წვეულება ოჯახთან ერთად, წვეულება მეგობრებთან ერთად, პიკნიკზე წასვლა ან მარტო მოგზაურობა - არა აქვს მნიშვნელობა, როგორ აპირებთ ამ დღესასწაულის გატარებას, ყურადღება მიაქციეთ დაბადების დღის მინინიშნებებს. ისინი გეტყვიან, რისი გაკეთება შეგიძლია და რისი გაკეთება არ შეგიძლია ამ დღეს, რისი მიღება არ არის რეკომენდებული საჩუქრად და გიპასუხებენ ბავშვობის მთავარ კითხვაზე - საერთოდ რატომ უნდა მოქაჩო იუბილარს ყურზე? 

რა უნდა გააკეთოთ დაბადების დღეზე (ხალხური რეკომენდაციები): დაბადების დღე თქვენი პირადი ახალი წელია, ამიტომ ცნობილი გამონათქვამი აქაც მოქმედებს: „როგორც შეხვდებით, ისე გაატარებთ“. დილა დაიწყეთ პოზიტიური განწყობით, გარშემორტყმული იყავით კომფორტითა და სასიამოვნო ნივთებით, დაუკავშირდით საყვარელ ადამიანებს და იზეიმეთ სათანადოდ. დაე, ზეიმი ჩატარდეს ისე, როგორც თქვენ გინდათ - ფორმატი სრულიად უმნიშვნელოა. ხმაურიანი წვეულება, სახლში შეკრებები, სპონტანური მოგზაურობა საყვარელ ადამიანთან ერთად - ამ დღეს თავისუფლად შეგიძლიათ გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც მოგწონთ. შემდეგ კი ბედნიერება და სიხარული იქნება შენს გვერდით მთელი წელი.
ჩააქრეთ სანთლები დაბადების დღის ტორტზე. ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ მნიშვნელოვან დღესასწაულზე ანთებული ცეცხლი უმაღლესი ძალების ყურადღებას იპყრობს. მაშასადამე, სანთლების დანთების ცერემონია, რასაც მოჰყვება სურვილის ჩაფიქრება, უძველესი რიტუალების მოდერნიზებული გამოძახილია. მოისმენენ თუ არა უმაღლესი ძალები თქვენს გულწრფელ სურვილს, რომელიც ჩაფიქრებულია, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ ამ დროს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნების ჩამოყალიბებაც კი სასარგებლოა. სწორი მიზანი ხომ პირველი ნაბიჯია, მისი მიღწევისაკენ.
ჩაიცვი რამე ახალი. შემდეგი ცხოვრების ეტაპის დასაწყისი არის ახალი ტანსაცმლით სიამოვნების მიღების მიზეზი. ამბობენ, რომ დაბადების დღეზე  უნდა გეცვას მხოლოდ ახალი ტანისამოსი, საცვლების ჩათვლით. დილით რასაც ჩაიცვამთ, ის უნდა გეცვათ დღის ბოლომდე, თუ გინდა, რომ იღბალი თან გდევდეს მთელი წელი. ამიტომ, ტანსაცმლის არჩევისას, გასათვალისწინებელია, რომ მოერგოთ როგორც სამსახურს, ასევე საღამოს დღესასწაულს.
თუ გსურთ, ბარაქა გქონდეთ, თითოეული სტუმრისთვის, მისი საჩუქრის სანაცვლოდ, მოამზადეთ მცირე სუვენირი. ეს შეიძლება იყოს ჯემი, პატარა თაიგული ან თუნდაც წინასწარ დაბეჭდილი ერთობლივი ფოტო. ლეგენდის თანახმად, გულუხვი დაბადების დღე ადამიანებს მთელი წლის განმავლობაში ფინანსურ კეთილდღეობას ანიჭებს.

რა არ უნდა გააკეთოთ დაბადების დღეზე  (ხალხური რეკომენცადიები):

არ შეიძლება, იყოთ სევდიანი ან რამეზე ინერვიულოთ. შეეცადეთ, დაამშვიდოთ თქვენი აზრები დაბადების დღეზე და ცოტა ხნით მაინც გადადოთ გვერდზე ყველა საზრუნავი და პრობლემა.
უიღბლოდ ითვლება დაბადების დღის აღნიშვნა უშუალოდ თარიღამდე ან მის შემდეგ. მაშინაც კი, თუ დაბადების დღე სამუშაო დღეს ემთხვევა, უმჯობესია მისი აღნიშვნა იმავე დღეს. ნათქვამია: ადრე აღნიშნავ - ცხოვრების წლები შემცირდეს, მოგვიანებით აღნიშნავ - იღბალი და ფული არ გექნება.
დაბადების დღეზე და მის წინა დღეს არ შეიძლება ფულის სესხება და გასესხება, თორემ მთელი წელი უსახსროდ იქნებით.

მინიშნებები ქალებისთვის:
თუ გოგონას დაბადების დღეა, გარკვეული ტიპის საჩუქრებზე უარი უნდა თქვას და არ უნდა მიიღოს: მაგალითად, ნაჩუქარი სარკე ან ცხვირსახოცი გვპირდება მწუხარებასა და უბედურებას და ვინც ეს იცის, შესაძლოა, განგებ გაჩუქოთ, ბოროტი განზრხავით. 
მარგალიტის სამკაულები - ცრემლებს;
ყვითელი ყვავილები - ღალატისა და განშორების წინამორბედები არიან. 
თუ საჩუქრად მიიღებთ ცარიელ საფულეს, ჩანთას, ლარნაკს ან და კონტეინერებს, - უსახსრობისთვის მოემზადეთ. თქვენ უნდა სთხოვოთ მჩუქებელს, მონეტა ჩადოს საჩუქარში და  მაშინ სიმდიდრე არ დაგტოვებთ.
ასევე ითვლება, რომ ქალებმა არ უნდა აღენიშნონ 53 წლის დაბადების დღე. რასთან არის დაკავშირებული აკრძალვა ძნელი სათქმელია. ალბათ, ცრურწმენა გულისხმობს იმას, რომ დაახლოებით ამ ასაკში ქალი იწყებს სხეულის შინაგან გარდაქმნას და ასეთ პერიოდში განსაკუთრებულად დაუცველად ითვლება.

მინიშნებები მამაკაცებისთვის: 
ამბობენ, რომ მამაკაცებმა არ უნდა აღნიშნონ 33 წლის დაბადების დღე. ცრურწმენას აქვს რელიგიური საფუძველი: სწორედ ამ ასაკში აცვეს ქრისტე გოლგოთაზე. აქედან წარმოიშვა რწმენა, რომ ქრისტიანებმა, განსაკუთრებით მამაკაცებმა, არ უნდა იზეიმონ ამ დროის დადგომა.

დაბადების დღეზე მამაკაცებს არ უნდა აჩუქოთ ბასრი საგნები - დანები, ხანჯლები და სხვა იარაღი, რადგან ისინი მიიჩნევა ჩხუბისა და აგრესიის წყაროდ და ისინი იზიდავენ ნეგატივსა და ცუდ ემოციებს.