როგორ უნდა მიხვდეთ, რომ რომ თქვენი კატა ავადაა - ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ფისო

ზოგჯერ შეიძლება ძალიან რთული იყოს იმის დადგენა, რომ კატა ცუდად გრძნობს თავს. როგორც წესი, ცხოველებში ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე აშკარა ნიშნებია ლეთარგია და მადის ნაკლებობა. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესება შესაძლოა სხვა სიმპტომებითაც გამოვლინდეს.
 

1. თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ კატის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ღრძილების ფერის მიხედვით. როდესაც ჯანმრთელია ისინი ღია ვარდისფერი ფერისაა. თუ მუქი ვარდისფერი ან წითელი გახდა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ვეტერინარს.

ძირითადი მახასიათებლები:

გინგივიტი. თქვენი კატის ღრძილები შეიძლება გახდეს წითელი ფერის და შეშუპდეს. ასევე, შესაძლოა გაჩნდეს ნადები კბილებზე. გადაუდებელი ჩარევის გარეშე შეიძლება განვითარდეს მძიმე დაავადება.


2. სტომატიტი. ეს არის ანთება, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ღრძილებზე, ენაზე და პირის ღრუს სხვა მიდამოებშიც. შეიძლება განვითარდეს გინგივიტთან ერთად. ცხოველი ხდება ლეთარგიული და კარგავს მადას.


3.სითბური დარტყმა. თუ ცხოველი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სიცხეში, ან თბილ ოთახში, მანქანაში, შეიძლება განვითარდეს სითბური ინსულტი. ძირითადი სიმპტომებია მუქი წითელი ღრძილები და ენა. კატის გულისცემა ძლიერდება, მოსალოდნელი სიმპტომებია ღებინება და ქოშინი.
 
4.მოწამვლა. ღრძილების სიწითლე ასევე შეიძლება მიუთითებდეს მოწამვლაზე. როგორც წესი, კატებს უდიდდებათ გუგა, აქვთ ღებინება. ასეთი მოწამვლა ყველაზე ხშირად ემართებათ მცენარის ან თესლის ჭამის შემდეგ.

წყარო

ასევე ნახეთ:

„საოცრებები ხდება... დამირეკა და მითხრა, ძალიან გავმდიდრდი, 7 მილიონი ვიშოვეო...“ - რას ჰყვება ნინა წკრიალაშვილი

„შენ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ…“ – ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ “ვოისში”ჟიური კვლავ აღაფრთოვანა

როგორია თი მაჭავარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ