საზიანოა თუ არა სველი თმის დავარცხნა

თმის დავარცხნა

სველი თმა განსაკუთრებით ადვილად ზიანდება, რადგანაც მეტად მგრძნობიარეა.ამ დროს დავარცნამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ზედმეტად დაჭიმვა, რაც საბოლოო ჯამში თმის ღერის გაწყვეტით სრულდება.

ამასთან ყველაფერი დამოკიდებულია თმის სტრუქტურაზე. ის რაც ერთი ადამიანისთვის სრულიად დასაშვებია, მეორისთვის მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

სწორი თმის სველ მდგომარეობაში დავარცხნა ნამდვილად საზიანოა. ხუჭუჭა ან ტექსტრუირებული თმის სველ მდგომარეობაში დავარცნით შეიძლება შემცირდეს თმის ფოლიკულების დაზიანება და თმის მტვრევადობა. 

ყველა ტიპის თმისთვის დავარცხნა უნდა მოხდეს ქვევიდან ზედა მიმართულებით. პროცესიის გასაადვილებლად, შესაძლებელია თმის სექციებად დაყოფა.

სწორი თმის შემთხვევაში, დაელოდეთ თმის გაშრობას და შემდეგ დაივარცხნეთ. ხვეული თმა უნდა დავივარცხნოთ დაბანის წინ. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა თმის დატენინება. ამისათვის შამპუნის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ კონდიციონერი. არ უნდა დაგვავიწყდეს სპეციალური ეთერზეთები და სპრეები, რომლებიც თმის დავარცხნის პროცესს გაამარტივებს.

 

წყარო: mkurnali.ge