მკვლელობა მეგობრის წლისთავზე - ე.წ. „კანონიერი ქურდი“ თემურ ახუბა სნაიპერმა მოკლა

თემურ ახუბას მკვლელობის დეტალები

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში, სოხუმელი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ თემურ ახუბა, მეტსახელად „დინ რიდი“ მოკლეს

ე.წ. კანონიერი ქურდი, 50 წლის თემურ ახუბა, იგივე "დინ რიდი” მაშინ მოკლეს, როცა მისი მეგობრის, ალხაზ აგრბას წლისთავისადმი მიძღვნილ სუფრაზე იყო.

ჩასაფრებულმა სნაიპერმა ე.წ. კანონიერი ქურდი მაშინ ამოიღო მიზანში, როცა ის ეზოში, მოსაწევად გავიდა და სუფრა დროებით დატოვა.

"დინ რიდს" სამი ტყვია ესროლეს, გასროლებს შორის სხვაობა სულ ორი წამი იყო, ამიტომ რეაგირება ვერავინ მოასწრო: ახუბას ორი ტყვია თავში, მესამე კი – მუცელში მოხვდა. მკვლელობა გუდაუთის რაიონის სოფელ აბგარხუხში მოხდა.

წლისთავის სუფრას სხვა კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის, ისინიც ესწრებოდნენ, ვისთანაც ახუბას კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ ოჯახში მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა. ერთ-ერთი “ავტორიტეტი” – “პაკა”, ვისთანაც ახუბა კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა, ოჯახიდან ადრევე წავიდა.

სოხუმელი თემურ ახუბა 2013 წლიდან ატარებდა “კანონიერი ქურდის” ტიტულს, მაგრამ 2017 და 2019 წელს მისი ტიტული დიდი დავისა და დაპირისპირების საგანი გახდა – რამდენიმე “ავტორიტეტმა” მისთვის ტიტულის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა.

სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირებენ ახუბას მკვლელობასაც, რადგან ისინი, ვინც მისთვის ტიტულის ჩამორთმევას უჭერდნენ მხარს (“ასტამური” და “ხასი”) სოხუმის სანაპიროზე, რესტორნის გარე პერიმეტრზე, ცეცხლსასროლი იარაღით, 2019 წელს ჩაცხრილეს.

ასევე ნახეთ: 

VIDEO: „26 წელი მაქვს დამთავრებული ციხეში... ბესო ვარ ქურდის შვილი“ - რა ისმის შსს-ს ფარულ ჩანაწერში

„ჩანაწერში, შემზარავი ხმები ისმის... მაგიდის ქვეშ შემძვრალი ორი დღე ძაღლივით ყეფდა“ - ანა ელიზაბეტ მიშელის გარდაცვალების საქმე

VIDEO: უმძიმესი წუთები და გამვლელების ტაში ვაკეში - ემოციური კადრები ადგილიდან, სადაც მაშველმა კაცი გადაარჩინა

„მეგობარი გვიკვდება რეანიმაციაში, ვისაც გაქვთ ამ ჯგუფის სისხლი არ დაიზაროთ“ - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში