26 წლის უკრაინელი გოგო, რომელიც ზუგდიდში შვილთან ერთად იმყოფება, სალონში დასაქმდა

ukraineli

უკრაინელი, 26 წლის კატიუშა იარემშუკი ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მდებარე „Beauty Room“- ში დასაქმდა.

როგორც უკრაინელი ახალგაზრდა აცხადებს, დასაქმება მისთვის ერთგვარი განტვირთვა და შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

„ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. მცირეწლოვან შვილთან და დასთან ერთად ჩამოვედი საქართველოში. საშინელებაა, ის რაც უკრაინაში ხდება. იმედი მაქვს, ღმერთი არ გაგვწირავს და ყველაფერი უკრაინის სასიკეთოდ გადაწყდება. ვლოცულობ ჩემი ერისთვის“, - ამბობს კატიუშა.

იგი რუსეთიდან ჩამოსულმა ქალბატონმა დაასაქმა, რომელსაც საკუთარი სალონი აქვს.

იარემშუკრმა უკრაინა საომარი მოქმედებების გამო მცირეწლოვან შვილთან და დასთან ერთად დატოვა და საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა.