ყველას ეშინოდა და ერიდებოდა მისი, მე – არა - კახა ბენდუქიძის შვილი

კახა ბენდუქიძე

ჟურნალ O.K.-ს გარეკანს კახა ბენდუქიძის ქალიშვილი, ანასტასია ამშვენებს. ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში ანასტასია მამის შესახებ საუბრობს.

„კახა რომ გავიცანი, 10 წლის ვიყავი. არასდროს გამჩენია შეკითხვა, რატომ ატარებდა ეს ადამიანი ჩემთან ერთად ამდენ დროს. ყველას ეშინოდა და ერიდებოდა კახასი, მე – არა. ხშირად ვკამათობდით და მას ეს მოსწონდა. როგორც მოგვიანებით მივხვდი, უბრალოდ, ხედავდა, როგორ ვგავდით ერთმანეთს.

როცა გავიგე, რომ კახა ჩემი ბიოლოგიური მამა იყო, ძალიან შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა. მანამდე მუდამ დედასთან ერთად დავდიოდი, შემდეგ ყოველთვის კახასთან ერთად. როცა კახამ მითხრა, მე შენი ბიოლოგიური მამა ვარო, ეს იყო პირველი გამოცდა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ამოყირავდა ყველაფერი. მანამდე მეგონა, რომ მე ვარ რუსი და უცებ გაირკვა, რომ ქართველი ვარ. დავიწყე ფიქრი, რა მაქვს გენში ქართული. შემდეგ ჩვენი მეგობრობა მამაშვილობაში გადაიზარდა. მაგრამ მაინც მეგობრებად დავრჩით. ხშირად კახამ უფრო მეტი იცოდა ჩემი პირადი ამბების, ვიდრე დედამ…

კახა რომ გარდაიცვალა, მე მხოლოდ მამა არ დამიკარგავს, ძალიან დიდი სიცარიელე დამრჩა გულში. უცებ აღმოვჩნდი სხვა ქვეყანაში, სხვა კულტურაში, სხვა პროფესიაში, ენა არ ვიცოდი. 25 წლის ვიყავი და სხვა რაღაცები მიზიდავდა. ამ დროს უნდა მემართა ქვეყნის ორი საუკეთესო უნივერსიტეტი. კახა ბენდუქიძის შვილობა პასუხისმგებლობაა. რთული იყო 25 წლის ასაკში ამის საკუთარ თავზე აღება. მე კახა ბენდუქიძის შვილი ვარ და არ მაქვს უფლება, რამე გავაფუჭო. გამიმართლა, რომ კახამ დატოვა გუნდი, მათ გარეშე მე ვერაფერს შევძლებდი“.