,,ფოტო, ოპერაციის წინ" - გურამ შეროზიას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა

გურამ შეროზია

,,პრაიმ ჰაუსის" მონაწილეს, გურამ შეროზიას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს. 

,,ფოტო ოპერაციის წინ.
არ ინერვიულოთ, უცებ გადაუდებელი ოპერაცია მომიწია, კარგად ვიქნები და მალე დავბრუნდები ,,პრაიმ ჰაუსში"  
პალატაში დაახლოებით, ჩემივე ასაკის, მეგობრულ და კარგ ბიჭთან ვარ, პერსონალიც უსაყვარლესია, როგორ ვთქვა, მაგრამ აქ სულიერად ვისვენებ...  

უკვე მენატრებით, გამოჯანმრთელება მისურვეთ", - წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.

რა სახის ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, უცნობია. 

,,ნუ მეკითხებით, ვერ ვიტყვი",  - ასე პასუხობს დაინტერესებულ გულშემატკივარს გურამ შეროზია.