PHOTO: გიორგი წერეთელისა და მისი მეუღლის რომანტიკული კოცნა - ფოტოები მომღერლის იუბილედან, რომელიც „ფორტუნამ“ გაავრცელა

გიორგი წერეთელი

ოჯახი ჩემთვის სიმდიდრეა და ძალიან მიყვარს, იმდენადაც კი, რომ ვერ წარმომიდგენია ადამიანი ოჯახის გარეშე. ჩემს ცხოვრებაში მოხდა ცვლილება და რამდენჯერმე დამენგრა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი ვარ, რომელიც ოჯახს არ ეტრფის,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი გიორგი წერეთელი.

„ჩემი ოჯახი ყველამ კარგად იცის, სხვათა შორის, წლის სკანდალური წყვილიც გავხდით (იცინის). მესამე და სამართალიო. მე ოჯახისთვის ყოველთვის მამაკაცი ვიყავი, ჩემი ფუნქციები კარგად გააზრებული მქონდა და მაქვს, ცოტა შეიძლება, კავკასიელი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ზუსტად ის ადამიანი უნდა იყოს ჩემ გვერდით, ვინც ამ ყველაფერს გაიგებს. ასეთი კი ჩემთვის თამილაა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს ოჯახის იდილია და  რაც ოჯახში ხდება, ოჯახშივე უნდა დარჩეს. როგორც კაცი უფრთხილდება კერას, ისევე უნდა გაუფრთხილდეს ქალიც, რადგან, სამწუხაროდ,  გაუფრთხილებლობით ინგრევა ურთიერთობა. რთული საკითხია ოჯახის შენარჩუნება“,- ამბობს გიორგი ჟურნალ „თბილისელებთან“.

გიორგი წერეთელმა 4 მარტს რესტორან „სამ საუკუნეში“ გრანდიოზული დაბადების დღე აღნიშნა. მომღერალს 47 წელი შეუსრულდა.

გიორგიმ და მისმა მეუღლემ თამილა მარეხაშვილმა გრანდიოზული ტორტი ერთად გაჭრეს. საღამოზე შედგა რომანტიკული კოცნაც, რომელიც ფოტოგრაფმა გადაიღო.

ექსკლუზიური ფოტოები „ფორტუნამ“ გამოაქვეყნა