„პირადი რუკა რამდენიმე მონაწილეს შევუდგინე...“ - ირაკლი მახარაძე უცნობ ჰობზე საუბრობს

ირაკლი მახარაძე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე და ამჯერად აუტსაიდერი ირაკლი მახარაძე გარდა მუსიკისა, ასტროლოგიითაც არის გატაცებული. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.

ასტროლოგიით ვარ დაინტერესებული. ამ მხრივ, დიდი ცოდნა ჩემით მივიღე. ცხოვრებაში იყო ეტაპები, როდესაც გადავწყვიტე, ჩემს თავში რაღაც პრობლემები მეძია, რომელიც ცხოვრების გზაზე მხვდებოდა. ვიფიქრე, რომ ასტროლოგია იქნებოდა კარგი საშუალება. დავჯექი, ვისწავლე, სხვადასხვა ასტროლოგთან დავდიოდი, რომ შედარება გამეკეთებინა... შემიძლია, პირადი რუკების შედგენა, იმდენად ღრმად ვერკვევი ამ ყველაფერში, რომ ადამიანებს ვურჩევ, მათი ქმედება რისკენ მიმართონ ან არ მიმართონ.

„პრაიმ ჰაუსში“ ეს ერთხელ უკვე გამოვიყენე, მაგრამ ეპიზოდში არ გამოჩნდა. დიდი თხოვნის შემდეგ ლეპტოპი მოგვიტანეს, იქ ჩატვირთულია სპეციალური პროგრამა. პირადი რუკა რამდენიმე მონაწილეს შევუდგინე. იხალისეს და ალბათ, გამოიყენებენ კიდეც.“ - ამბობს ირაკლი მახარაძე.

ნახეთ, ვრცელი ინტერვიუ