რა ღირს, კურტ კობეინის დამტვრეული გიტარა, რომელიც აუქციონზეა გატანილი

კურტ კობეინი

კურტ კობეინის დამტვრეული გიტარა, ნიუ-იორკში Julien’s Auction-ის ყოველწლიურ Icons & Idols: Rock ‘N’ Roll აუქციონზე გამოჩნდება. ინსტრუმენტი, რომელსაც ბევრი როკ-ენ-როლის ისტორიის ნაწილად მიიჩნევს, $200,000-დან $400,000-მდე იქნება შეფასებული. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

Julien’s Auction-ის აღმასრულებელი დირექტორის მარტინ ნოლანის ინფორმაციით, გარდაცვლილი მომღერლის Fender-ის წარმოების გიტარა, კერძოდ კი Mustang-ის სახელწოდებით ცნობილი 1973 წლის მოდელი, 1989 წელს პენსილვანიის შტატში, უილიამსპორტში დაიმტვრა. აუქციონზე 1,500-ზე მეტი ლოტი იქნება წარმოდგენილი, რომელთა შორისაა ბიონსეს, პრინცისა და კერი ანდერვუდის ნივთები.