„საშინელება ხდება, ხალხო... ჯადოები კეთდება და...“ - რას ამბობს ნათელმხილველი?

ლია ხუციშვილი

ჯადო, დღეს ბევრი ოჯახის დანგრევის მიზეზია, - ამის შესახებ ნათელმხილველი ლია ხუციშვილი აცხადებს.

დღეს ყველა ოჯახური პრობლემის გამო მოდის. ერთი და იგივე პრობლემა ტრიალებს ოჯახებში, დანგრევა, ბოროტება, ოჯახები აღარ არსებობს. ეს ქვეყანა და დედამიწა რამ დაამძიმა? ბოროტებამ. ამისთვის არსებობს საიდუმლო ლოცვა და კეთდება თილისმები. ყველა ადამიანმა თავისი თილისმით უნდა იაროს, იქ თქვენი ანგელოზის ლოცვა წერია.

საშინელება ხდება, ხალხო. ჯადოები კეთდება და ადამიანები 40 დღეში იღუპებიან, არ ინდობენ. არიან გამკეთებლებიც, მე არავის ვეხები, უფლება არ მაქვს, მაგრამ ყველა გადაცემაში ვამბობ, სასაფლაოებზე ნუ გზავნიან. ეს მიწისძვრები რატომაა, რატომ არის უკრაინაში ეს ამბები... მიწა სავსეა ბოქლომებით და ჯადოებით. დამძიმდა და გასკდა.  

მთელი ოჯახები დანგრეულია, ქალები გასაცოდავებულები არიან. მე არ ვიცი, ვისი ბრალია, მაგრამ ერთი ვიცი, ეს გაქცეული კაცები ისევ თავიანთ ცოლ-შვილს დაუბრუნდებიან.“ - ამბობს ლია ხუციშვილი „დღის პოსტში“.