ირაკლი ქარსელაძე შეინ როზენტალის შეხვდა

01/03/2021

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის შეინ როზენტალის ხელმძღვანელობით ADB-ის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ADB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს. ეს პირველი ოფიციალური შეხვედრაა, რომელიც ირაკლი ქარსელაძემ, მინისტრის რანგში, საერთაშორისო პარტნიორებთან გამართა. ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის დაფინანსებით საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებით ათობით მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0