სოფელ იმირში სასმელი წყლის ჭაბურღილი ეწყობა

12/07/2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც იმირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს: შულავერს, ახლომახმუდლოს, ენიკენდს, სეითგოჯალოს, ზემო სარალს, ქვემო სარალს, მარეთს, არაფლოსა და იმირს სასმელი წყლით მოამარაგებს და გადაიჭრება წლების განმავლობაში არსებული მწვავე პრობლემა, რომელიც სასმელი წყლის დეფიციტის გამო იყო გამოწვეული.

აღნიშნული მასშტაბური პროექტის განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანადაფინანსებით მიმდინარებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება, 509 949 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0