სოფელ მატანში მარწყვის სათბური გაიხსნა

28/04/2016

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, გაიხსნა მარწყვის სათბური, რომელიც დააფინანსა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ (ENPARD) ფარგლებში. ასოციაცია ,,ელკანამ’’ მოაწყო სადემონსტრაციო დღე, რომლის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს გააცნეს მარწყვის მოყვანის თანამედროვე მეთოდები და მისი წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური და გამგებლის მოადგილე დავით ფოცხვერიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0