Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადელინ მილერი, სიმღერა აქილევსზე


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ შედარებით ახალი რუბრიკით Libri Novi („ახალი წიგნები“) გთავაზობთ საუბარს მადელინ მილერის ბესტსელერზე, რომელსაც ეწოდება „სიმღერა აქილევსზე“. ამერიკელი ავტორის ეს წიგნი თარგმნა სალომე ჩიტაძემ და მას მალე მიაწვდის მკითხველს გამომცემლობა პალიტრა L. ჩვენ უკვე გავეცანით ამ ავტორის „კირკეს“. რაც შეეხება „სიმღერას აქილევსზე“, ეს წიგნი აქილევსის უახლოესი მეგობრის, პატროკლოსის პირით გვიამბობს ყმაწვილების შეხვედრისა და დამეგობრების, ტროის ომში მონაწილეობისა და გმირების აღსრულების ამბავს. რატომაა ტროის ომი და აქილევსი დღემდე აქტუალური; როგორ მოხდა ელვარე აქილევსისა და პირქუში პატროკლოსის დაახლოება; რას ნიშნავდა აქილევსისთვის „უჭკნობი (წარუვალი) დიდება“; ჰქონდა თუ არა აქილევსს არჩევანი, შეეძლო თუ არა უსახელოდ გადაგებულიყო სიბერეში გადამდგარი; როგორ ვიგებთ ამბებს პატროკლოსის სიკვდილის შემდეგ? – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG