Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ წელს მილიონ ლარად ნაყიდი იტალიური ნაძვის ხის მორთვა-განახლება 196 ათასი ჯდება


თბილისის საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც გასულ წელს ბიუჯეტს 997 ათას ლარამდე დაუჯდა, 2020 წლისთვის გადაკეთდება. იტალიური ნაძვის ხის განახლება-მორთვის სამუშაოები ბიუჯეტს 195,8 ათასი ლარი უჯდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, ნაძვის ხე დაზიანებული არ არის და მას ტოტები დაემატება.

ნაძვის ხის არსებული ტოტების დაჭრა და ახლების დამზადება 103 850 ლარი ჯდება, ნათურები და გირლიანდები 70 950 ლარი, "სტრინგი კაბელით" კი 21 ათასი ლარი. სამუშაოებს შპს “ღამის შოუ სტუდია” ასრულებს.

ხარჯები დეტალურად
ხარჯები დეტალურად

შარშან ნაყიდ ნაძვის ხეს, რომელის განახლებაც იგეგმება, ერთწლიანი გარანტია ჰქონდა. ის გასულ წელს თბილისის მერიის დაქვემდებარებულმა კომპანიამ "თბილსერვის ჯგუფმა" მილანში ტენდერით იყიდა.

XS
SM
MD
LG